ამ ომისთვის 2008 წლიდან ვემზადები – ქართველი მოხალისის მოგონებები უკრაინის ფრონტიდანომის პირველ თვეებში ქართველი მოხალისე, რატი ბურდული ფრონტზე ჩაწერილი ვიდეობიდან გახდა ცნობილი. რატი ომში უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს. მასზე რუსეთმა ძებნაც კი გამოაცხადა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეორე წლისთავზე ტაბულა რატი ბურდულს ესაუბრა. ქართველი მოხალისე შეეხო ფრონტზე ამჟამად არსებულ სიტუაციას, ისაუბრა, როგორ შეიცვალა ომი 21-ე საუკუნეში და გაიხსენა ეპიზოდები საბრძოლო მოქმედებებიდან.