ქართველი მოხალისეები უკრაინაში

ტელეგრამ-არხის ცნობით, უკრაინაში ქართველი მოხალისე მოკლეს, მკვლელი გაიქცა

უკრაინაში მოკლული მოხალისე
Gruzinsky Prokhozhy

ტელეგრამ არხ Грузинский прохожий-ს ცნობით, უკრაინაში, შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქართველი მოხალისე მოკლეს.

არხი არ ამხელს დაღუპულის ვინაობას, ცნობილია, რომ მოკლული Грузинский прохожий-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი და ინფორმატორია.

"დღეს შეგვატყობინეს ვერაგული მკვლელობის შესახებ. დამნაშავემ ჩვენ ძმობილს ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გარდა ამისა, სახის არე საშინლად დაუსახიჩრა. სასაკლაო უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებით დისლოკაციის ადგილზე, ერთ-ერთ სახლში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავე გაქცეულია, მისი ძებნით შესაბამისი ორგანოებია დაკავებული". – წერია Telegram-ის არხში.

როგორც ტელეგრამის არხი წერს, დაღუპული ინფორმატორი უკრაინაში ქართველი მოხალისეების ყოფის ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას აგროვებდა. 

"ეს არ იყო მხოლოდ ცეკვის და სახალისო ვიდეოები. ამ მასალებში იყო მგრძნობიარე ინფორმაცია საბრძოლო სულის დაქვეითების, იარაღისა და ტყვია წამლის უკმარისობის, ღირსეული სამედიცინო დახმარების არ გაწევის შესახებ. მსგავსი მასალების პუბლიკაციას ხშირ შემთხვევაში მაღალი რანგის სამხედროებისგან დროული რეაგირება მოყვებოდა, ამის ხარჯზე ხდებოდა პრობლემების სწრაფად მოგვარება". – წერს Грузинский прохожий.

პოსტის ავტორის თქმით, მსგავსი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ინფორმატორს არაერთხელ დაემუქრნენ, თუმცა არხის ადმინისტრაციას არ ეგონა, რომ "ეს მუქარები მკვლელობით დასრულდებოდა".

დაღუპულ სამხედროსთან არხმა კავშირი აგვისტოს პირველ რიგებში დაკარგა.

მოგვიანებით Грузинский прохожий-მა კიდევ ერთ ქართველ მოხალისეს, ირაკლი ფიცხელაურს მიმართა, რომელთანაც არხის ხელმძღვანელობამ ასევე დაკარგა კონტაქტი.

კომენტარები