უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით იგი 67-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მე-2 მექანიზებულ ბატალიონ "სამურავში" მსახურობდა. მებრძოლი მტერთან უშუალო შეტაკებისას ტყვიით დაიჭრა, რასაც მისი სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები