რუსეთის ფინანსურმა მონიტორინგმა (როსფინმონიტორინგი) უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, რატი ბურდული რუსეთის ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამავე თვეში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მოხალისეს კონფლიქტში დაქირავებულ მებრძლად მონაწილეობის ბრალდებით თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2025 წლის მარტში ბურდული რუსეთში დაუსწრებლად მეორეჯერ გაასამართლეს და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში დამნაშავედ ცნეს. მას თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. რატი ბურდული გასულ თვეებში ამბობდა, რომ ის არ მონაწილეობდა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულ ოპერაციაში, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიწყო.
2024 წელს რუსული სასამართლოს მიერ ბურდულის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშრებით ტაბულა ქართველ მოხალისეს დაუკავშირდა.
"მიჩივლონ." - თქვა მაშინ ბურდულმა ტაბულასთან საუბარში და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ პირველი საქმე რუსეთში ჯერ კიდევ 2022 წელს აღძრეს.
ტაბულა გასულ წელს რატი ბურდულს ესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მოხალისესთან – ამ ომისთვის 2008 წლიდან ვემზადები – ქართველი მოხალისის მოგონებები უკრაინის ფრონტიდან.





