ქართველი მოხალისეები უკრაინაში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო [ბაკურ] ბულისკირია დაიღუპა

ბაჩო [ბაკურ] ბულისკირია/Facebook

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო [ბაკურ] ბულისკირია დაიღუპა.

ბულისკირია ქვედანაყოფ "შერეკილებში" იბრძოდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს ქვედანაყოფის მეთაურმა ავთო ქაჯაიამ გაავრცელა.  

ბულისკირია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, თავდაპირველად "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში, იბრძოდა, 2023 წელს დაიჭრა კიდეც.

ბაჩო [ბაკურ] ბულისკირიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კომენტარები