რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობამ ჩარტერული რეისი გაგვიუქმა – უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველი

უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლის მსურველი ქართველი, რატი ბურდული ტაბულასთან ამბობს, რომ რეისი, რომელიც მოხალისეებს გადაიყვანდა, საქართველოს მთავრობამ გააუქმა. 

გასულ დღეს, უკრაინამ გამოაცხადა უცხოური ლეგიონის შექმნა, რომელში გაერთიანებაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. 

რატი ბურდულის თქმით, უკრაინაში მოხალისედ წასვლაზე სურვილი გამოთქვა მრავალმა ქართველმა, რომლებმაც კონსულტაცია უკრაინის საელჩოში გაიარეს. 

ტაბულა ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები