ქართველი მოხალისეები უკრაინაში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა

ვალერი ბაძაღუა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, ვალერი ბაძაღუა დაიღუპა.

ინფორმაცია თავდაპირველად წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

"კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი 23 წლის ვალერი ბაძაღუა უკრაინის ისტორიაში შევა როგორც გმირი! მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ! მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა სამშობლოსათვის ბრძოლა და თავგანწირვა არჩია! ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ!" - წერს ბელქანია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას ბაძაღუას დაღუპვა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა.

 

კომენტარები