უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა

გიორგი როინიშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა. იგი ქართველ მოხალისეთა ჯგუფის, ქართველი მეომრების, კერძოდ, თბილისის ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო. ინფორმაციას ქვედანაყოფის მეთაური ტელეკომპანია მთავართან საუბრისას ადასტურებს.

მეთაურის ცნობით, როინიშვილი კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, მტერთან შეტაკების დროს დაიღუპა. შეტაკების შედეგად, დაიჭრა 3 ქართველი მოხალისეც, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"ვაჟკაცურად დაეცა ჩემი ძმა, გმირი, ქვედანაყოფი თბილისის [მეთაურის], ჩემი მოადგილე იყო და ხელმძღვანელობდა ოპერაციას კურსკის მიმართულებით. გამოვიდა ისე, რომ ჩასაფრებაში მოვყევით. ორი უკრაინელი არის დაღუპული, ორი მძიმედ დაჭრილი. ქართველებში ერთი, ჩვენი გიორგი დაგვეღუპა და სამი ქართველი დაგვეჭრა. მართლა მაგარი ადამიანი იყო ჩვენი გიორგი, სიზმარში მგონია თავი. მკლავს ნერვიულობით, რომ ცხედარი ვეღარ გადმოვიყვანეთ. ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ რაღაცნაირად ცხედარი გადმოვიტანოთ ჩემი ძმის" - თქვა ქვედანაყოფ თბილისის მეთაურმა მთავართან საუბრისას. 

კომენტარები