ქართველი მოხალისეები უკრაინაში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის" პოლკის მებრძოლი იყო. მას საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას შედანიას დაღუპვა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა.

კომენტარები