რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადეს და დაუსწრებლად დააპატიმრეს

კავკასიის ლეგიონის წევრი გიორგი გელაშვილი
Facebook.com

რუსეთში უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი გელაშვილზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს. გარდა ამისა გელაშვილს დაუსწრებლად "ექსტრემიზმისთვის" პატიმრობა მიესაჯეს. ინფორმაციას კრემლის მიერ მართული მედიები, მათ შორის TACC ავრცელებს.

"გამოძიებამ ძებნილად გამოაცხადა 2002 წელს დაბადებული გიორგი ბესიკის ძე გელაშვილი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მას ბრალი სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი. ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის მოთხოვნით მიმართა". – ამბობს გამოძიების წარმომადგენელი.

"მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში მომენტალურად შევიდა". – ამბობს სასამართლოს წარმომადგენელი.

ცოტა ხნით ადრე, დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯათ ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურს უშანგი მამულაშვილს და მის მოადგილეს ლევან ფიფიას.

გიორგი გელაშვილი ორგანიზაცია მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა, რომელიც უკრაინაში ორგანიზაციის სამხედრო ფრთის კავკასიის ლეგიონის რიგებში იბრძვის. როგორც ორგანიზაცია წერს ამჟამად გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მოხალისეა უკრაინის ფრონტზე.

კომენტარები