რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში უკრაინისთვის მებრძოლი ჯარისკაცების, მათ შორის, ქართველების წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მხარეს მებრძოლი 160 უცხოელი წინააღმდეგ აღძრა

საქმე ქართველი მებრძოლების წინააღმდეგაც აღიძრა. 

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები დაქირავებული მებრძოლების შესახებ, რომლებიც საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან არიან - ამ დროისთვის 33 ქვეყნიდან 160 უცხოელი სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის უფროსი, ალექსანდრ ბასტრიკინი მაშინ ამბობდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. 

კომენტარები