უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბითიძეს, რომელიც რუსეთის ტყვეობაშია, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გააკეთა.
განაჩენი გამოიტანა ოკუპირებული დონეცკის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ.
რუსული გამოძიების მტკიცებით, ჩუბითიძე უკრაინულ დანაყოფებში 2014 წლიდან იბრძოდა. მას ბრალად სდებენ 5 სამხედროს დახვრეტას დონბასის ტერიტორიაზე, 2015-2016 და 2023 წლებში.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი გოგოლაძე და გიორგი ჩუბითიძე. ორივე მათგანი უკრაინის მე-2 ინტერნაციონალური ლეგიონის მებრძოლები იყვნენ. გიორგი გოგლიძეს რუსეთის სასამართლომ 2025 წლის აპრილში თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2024 წლის თებერვლიდან რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ ერთ ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოხალისეს, გიორგი გაწერელიას.





