პრაიდის კვირეული

მამა ზაზა: ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია მღვდელი უმცირესობათა დამცველად

ფორმულა

დეკანოზი ზაზა თევზაძე გუშინ, 6 ივლისს, პარლამენტთან, 20:00 საათზე აქციას "თავისუფლებისთვის" შეუერთდა, თუმცა თავდაპირველად მას აქციაზე არ უშვებდნენ. 

მამა ზაზას თქმით, ტრაგედიაა, როდესაც მოქალაქეების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია მღვდელი უმცირესობათა დამცველად და ქომაგად, განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, როდესაც საპატრიარქოსა და ხელისუფლების დიდ ნაწილს ამგვარად ფიქრობს.

"სოლიდარობის აქციაზე.

გუშინ ექვს ივლისს (8:00 20:00) ჯანსაღი სამოქალაქო ძალების მიერ დაანონსებულ აქციაზე მე და ჩემი ოჯახის წევრებმა მოვალედ ჩავთვალეთ თავი შევერთებოდით ამ აქციას და გამოგვეხატა ჩვენი წილი სოლიდარობა გასული დღის ძალადობის მსხვერპლთა მიმართ და ზოგადად კონსტიტუციური წესრიგის მოშლს გამო და დაგვეგმო ყველა ის სიმახინე რაც 5 ივლისმა ამოყარა ზედაპირზე, მეტსაც ვიტყვი იმდენად შევწუხდი, რომ ჩემი ფეისიდანაც მოვუწოდე ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს შემოერთებოდნენ ამ აქციას. ჩემი შეზღუდული ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მიუხედავად ასევე მოვიქეცი;

1978 წლიდან მოყოლებული, ყველა ქარიშხლისათვის რამაც რუსთაველზე ჩაიარა, გვერდი არ ამივლია და მსგავსი რამ არ მახსენდება; იქ დამხვდენ პოლიციელები სხვადასხვა სორტის რომლებიც წინ გადამეღობნენ და არას დიდებით არ მრთავდნენ ნებას შევერთებოდი შეკრებილ საზოგადოებას. მეუბნებოდნენ აქ ვერ შეგვშვებთ თქვენი ადგილი არაა აქ, შეიძლება გესროლნო, დამიჯერეთ ეს თქვენი აქცია არაოო, შემოუარე და შემოუარეო.. რას შემოუარო პანიშვედზე კი არ მოვსულვარ მეთქი. დამერწმუნეთ კარგად ვიცი სადაც ვარ და რატო ვარ მეთქი და როგორც იქნა მოვხვდი ამ აქციაზე, გავიარეთ ცოტა და იწყება ჩემი გმობა მოქალაქეების მხრიდან როგორ არ გრცხვენია, როგორ ბედავ, კიდევ აქ მოხვიდეო; ცოტა გავიარე იქნებ ჩემ ნაცნობ-მეგობრებს გადავაწყდე მეთქი, საიდანღაც გამოტყვრა სხვადასხვა ჩინოსან პოლიციელთა ჯგუფი და ძალადობრივი აგრესიულობით გამომაძევეს კორდინით შემოზღუდული სააქციო სივრციდან, პარლამენტს შენობის მარცხენა მხარეს პირველი სკოლისკენ, ისევ - თქვენ მანდ არ უნდა იყოთ და მიმათრევდნენ(ოჯახის წევრებსაც) ხელებგადაგრეხილს ჩემზე ზრუნვის მოტივით,; ახლა კიდევ ერთი ჯგუფი ჟურნლისტების ამგვარი კთხვებით: (მოსალდნელი წვიმის გამო ხელში ქოლგა მეჭირა)აქ რა გინდათ რისთვის მოხვედით, ეს ქოლგა რისთვისაა?იარაღია? და მსგავსი სულელური კითხვები. საბოლოოდ ბრძოლა- დავიდარაბის და ჩემი მეგობრებს დახმარებით შეგვიშვეს პარლამენტის წინ.

ამას არ დავწერდი, არ მოვცდებოდი ამაზე, რომ ამ პატარა ინციდენტის მიღმა დიდი უბედურება არ იმალებოდეს და კერძოდ, ადამიანების მთელ რიგ სპექტრს ვერ წარმოუდგენია რომ მღვდელი იყოს სოლიდარული ჩაგრულთა და დევნულთა მიმართ, ესმოდეს რელიგიური, პოლიტიკური თუ სოციალური კულტურის აუცილებელი ნორმები, იყოს უმცირესობათა დამცველი და ქომაგი. მათ თვალში წარმოადგენ თალიბანურ და ბრუტალურ ძალას. ასე ფიქრობს რიგითი მოალაქეების დიდი ნაწილი, ასე ფიქრობენ სამართალდამცავები სხვადასხვა ჩინის და ასე ფიქრობს როგორც ჩანს ასევე ჟურნალისტთა კორპუსის ნაწილი და რაც მთავარია, ასე ფიქრობს საპატრიარქოსა და ხელისუფლების დიდი ნაწილი. აი ეს არის იმ ტრაგედიის მცირე ნაწილი, რაც დაფარულია ჩვენი ხალხის ცნობიერებაში და თავს ნუ მოვიტყებთ, ასეთ საქართველოს ხვალინდელი. დღე არ აქვს!

PS . მოხარული დაგრჩებით თუ ჩემს ასეთ დიაგნოზს არგუმენტირებულად გააბათილებთ". – წერს მამა ზაზა.


6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებების 100 წევრი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 - ბრალდებულის სახით დააკავა.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები