რუსები საქართველოში

ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი

თელავში ქორწილში, უცხო ქვეყნის მოაქალაქე ქალისთვის დარტყმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ლაშა კაპანაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ინფიცენტი გიორგი ჭიღლაძის ძმის ქორწილში მოხდა. 

ადვოკატი, რომელივ ქორწილში თავადაც იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში დეტალურად აღწერს, 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რუსულად მოსაუბრე ტურისტები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქორწილის სტუმრებსა და საქართველოს. მისი თქმით, თავდაპირევლად ტურისტმა ქალმა მიაყენა გიორგი ჭიღლაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მისგან მოითხოვდა რუსულად საუბარს. 

ადვოკატი წერს, რომ "გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა".

"2026 წლის 18 ივლისს დაახლოებით 18:00 საათიდან ვიმყოფებოდით სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო აგარანის მამულში, ქორწილის აღსანიშნავად. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე.

სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა).

იმის გამო რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედაგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა.

აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქორწილის სტუმრებსა და მე-3 სართულზე მყოფ დამსვენებლებს შორის. ქორწილის სტუმრებმა მოუწედეს შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და შესულიყვნენ შიგნით. ხოლო მე-3 სართულზე მყოფებმა სტუმრების მისამართით რუსულ ენაზე დაიწყეს გამოთქმები, რომ ვართ პაპუასების ქვეყანა და დედა აგინეს ქორწილში მყოფ სტუმრებს. ქორწილის სტუმრებმა იქვე მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს დასახმარებლად, რომ აღმოეფხვრათ პრობლემა. ადმინისტრაციის წარმომადგენელიც დაჰპირდა შესაბამის რეაგირებას.

ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა მე-3 სართულზე და კარზე დაუკაკუნა იქ მყოფ დამსვენებლებს.

კარის გაღების შემდეგ გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი.

აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი.

აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში ანუ საქართველოში და მოსთხოვა ესაუბრა ქართულად ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ბოზო).

ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა.

გიორგი ჭიღლაძეს და იქ დამსვენებელ ქალს შორის გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო იმ ქალმა გიორგი ჭიღლაძეს მოუქნია მარჯვენა ხელი ყელის არეში. გიორგიმ ხელი აუკრა და აიცილა ქალის მოქნეული ხელი.

წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.

გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა.

აღნიშნულზე ოთახში მყოფმა სხვა ქალებმა ატეხეს კივილი, ხოლო იმისათვის, რომ კონფლიქტი უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, გიორგიმ დატოვა ოთახი და გაეცალა სასტუმროს ნომერს.

აღსანინაშვნია, რომ რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთირების თრობის ქვეშ.

გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.

2026 წლის 18 ივლისს გიორგი ჭიღლაძე მოწმის სტატუსით აგარანის მამულიდან გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში. როგორც ადვოკატი ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს, ასევე გიორგი ჭიღლაძისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ადგილზე გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც ასევე დააფიქსირეს დაზიანების ფაქტი.

ამასთანავე მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე 2026 წლის 19 ივლისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

გაცნობებთ, რომ გიორგი ჭიღლაძის უფლებებს ვიცავთ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი . ამჟამად ველოდებით დაკავებულისთვის ბრალის წარდგენას. საქმეზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით". - წერს ადვოკატი. 

გიორგი ჭიღლაძე 19 ივლისს დაკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყებას არ დაუკონკრეტებია ტურისტების მოქალაქეობა, არსებული ინფორმაციით, ისინი რუსები არიან.

კომენტარები