პრაიდის კვირეული

ბასი: "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი, არღვევს უმცირესობის უფლებებს

გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. 

თქვა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას. [პირველი არხის თარგმანი]

8 ივლისს ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები