აშშ-საქართველო

კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამბობს რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.

"შემიძლია გითხრათ, რომ [აშშ-ში ელჩის] კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც მივიღებთ შემდგომ ნაბიჯებს ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ გადადგა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში გაწევრიანება შეაჩერა. კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების პასუხად, აშშ-მ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობაც შეუჩერა.

მაშინ კობახიძე ამბობდა, რომ ზალკალიანზე "სერიოზული ზეწოლა იყო".

კომენტარები