აშშ-საქართველო

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერია

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. 

შტატები დღეს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშნავს.

"ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას! - საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს." - წერია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები