დეოლიგარქიზაცია

გრეგოროვა დეოლიგარქიზაციაზე: თუ ივანიშვილზე არ იმოქმედებს, სათანადოდ შესრულებული არაა

როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. ასე რომ, თუ იქნება რეფორმები, რომელიც არ იმოქმედებს მასზე, ანუ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული. საჭიროა, რომ შეეხოს ყველას - რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეც არის. ასე რომ, ივანიშვილი არ შეიძლება, გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება. 

[ფორმულას თარგმანი] ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, მარკეტა გრეგოროვა ფორმულასთან ინტერვიუში. საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ქართული ოცნების წევრები გამორიცხავენ, რომ დეოლიგარქიზაცია პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეეხება. 

კომენტარები