საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება - რა შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არის არაპროგნოზირებადი. მთელი სამყარო გახდა სამწუხაროდ არაპროგნოზირებადი.

უკრიანის ომთან დაკავშირებით მილიონი პროგნოზი კეთდებოდა, მაგრამ ვეღარავინ ვეღარ ამბობს, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს, ასეთი ომი საერთოდ გაუგონარია, ფრონტის ხაზი არის პრაქტიკულად ერთ დონეზე გაჩერებული უკვე რამდენი წლის განმავლობაში, რაც გაუგებარი რამეა, ასევე ირანის გარშემო გაუგებრად ვითარდება მოვლენები, არაპროგნოზირებადი გახდა საერთოდ გლობალური პოლიტიკა, ასევე არაპროგნოზირებადია ევროკავშირი.

რაც შეეხება ოპტიმიზმს, ეს არის უბრალოდ ზოგადი ოპტიმიზმი, რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, როდესაც ხედავ, რომ 30%-დან შენი წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17.5%-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა, ძალიან სწრაფად ჩრდილავს ეკონომოკური თვალსაზრისით, ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდე.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე TV იმედის კითხვაზე, რას ეფუძნება მისი ოპტიმიზმი, როცა იმედოვნებს, რომ "რაღაც მომენტში ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“.

"ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის ევრობარომეტრის კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, - თქვა კობახიძემ.

კომენტარები