თანამედროვე ცხოვრების ინტენსიურმა რიტმმა მუდმივი დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე ბევრისთვის ყოველდღიურობის ნაწილად აქცია. სტრესი, არასაკმარისი დასვენება და არაბალანსებული კვება ხშირად გვაფიქრებინებს, რომ სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება მხოლოდ ცხოვრების სწრაფი ტემპის ბუნებრივი შედეგია.
თუმცა, როდესაც მუდმივად გვაწუხებს დაღლილობის შეგრძნება, გვიჭირს კონცენტრირება, ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობაც კი უფრო დამღლელი ხდება ან კიბეზე ასვლისას სუნთქვის გაძნელებას ვგრძნობთ, მიზეზი შესაძლოა მხოლოდ გადატვირთული ცხოვრების რიტმი არ იყოს. მსგავსი სიმპტომები ხშირად ორგანიზმში რკინის დეფიციტზე მიანიშნებს.
რკინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ენერგიის გამომუშავებასა და უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში. ის ჰემოგლობინის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჟანგბადი ფილტვებიდან ყველა ორგანოსა და ქსოვილამდე გადააქვს. რკინის დეფიციტისას უჯრედები საკმარის ჟანგბადს ვეღარ იღებენ, ირღვევა ენერგიის გამომუშავება და ვითარდება ქსოვილოვანი ჟანგბადის დეფიციტი, რაც ვლინდება დაღლილობით, ფიზიკური ამტანობის შემცირებით, კონცენტრაციის გაუარესებითა და საერთო სისუსტით.
რკინის დეფიციტი დროთა განმავლობაში გარეგნობაზეც ტოვებს თავის კვალს, კანი ფერმკრთალდება და ბუნებრივ ბზინვარებას კარგავს, თმა სუსტდება და ცვენა იმატებს, ფრჩხილები კი მტვრევადი და თხელი ხდება. ეს ცვლილებები, როგორც წესი, თანდათან ვითარდება, რის გამოც ბევრი მათგანი ასაკს, სტრესს ან გადაღლილობას უკავშირებს და არა რკინის დეფიციტს.
რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი დეფიციტია. თავდაპირველად ორგანიზმი დანაკლისს საკუთარი რკინის მარაგების ხარჯზე ავსებს, ამიტომ დეფიციტი ხშირად დიდხანს შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სისხლის საერთო ანალიზიც კი შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს. თუმცა, მარაგების ამოწურვასთან ერთად ვლინდება დამახასიათებელი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, კონცენტრაციის დარღვევა, ქოშინი და კანის სიფერმკრთალე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის დეფიციტის პრევენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან. ასეთები არიან ვეგეტარიანელები და ვეგანები, რადგან მცენარეული წარმოშობის რკინა ორგანიზმის მიერ შედარებით ნაკლებად შეიწოვება. ასევე ადამიანები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარკვეული დაავადებები ან შეწოვის დარღვევები აქვთ, რის გამოც საკვებიდან მიღებული რკინის ათვისება ფერხდება.
გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე აქვთ ორსულებსა და ინტენსიურად ფიზიკურად აქტიურ ადამიანებსაც. ორსულობის პერიოდში რკინა აუცილებელია როგორც დედის ჯანმრთელობის, ისე ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, ხოლო სპორტსმენებში რკინის მარაგები შეიძლება უფრო სწრაფად შემცირდეს გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისა და რკინის დანაკარგის გამო. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ კვებით მიღებული რკინა ხშირად ვერ აკმაყოფილებს ორგანიზმის გაზრდილ საჭიროებებს.
სწორედ ამიტომ, რკინის დეფიციტის დროს მნიშვნელობა მხოლოდ მიღებული რკინის რაოდენობას არ აქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ითვისებს მას ორგანიზმი. ბევრისთვის რკინის პრეპარატების მიღება კუჭ-ნაწლავის დისკომფორტთან ასოცირდება. სიმძიმის შეგრძნება, გულისრევა, ყაბზობა, გულძმარვა ან მეტალის უსიამოვნო გემო ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია, რის გამოც პაციენტები მკურნალობის კურსს ნაადრევად წყვეტენ ან არარეგულარულად აგრძელებენ, რაც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
სწორედ ამიტომ შეიქმნა რკინის ბისგლიცინატი, რკინის ფორმა, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა, მისი სტრუქტურის წყალობით, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სტაბილურია და არ აღიზიანებს, ნაკლებად ურთიერთქმედებს საკვების სხვა კომპონენტებთან და ეფექტურად შეიწოვება.
სწორედ რკინის ბისგლიცინატზეა დაფუძნებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ფერიონი. მისი ფორმულა მხოლოდ რკინას არ შეიცავს, მასში გაერთიანებულია ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთის მოქმედებას ავსებენ და სისხლწარმოქმნის პროცესს კომპლექსურად უწყობენ ხელს.
ფერიონის თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ რკინის ბისგლიცინატს ქელატური ფორმით, რომელიც ეფექტური შეწოვითა, მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით გამოირჩევა. ფორმულაში ასევე შედის 50 მგ ვიტამინი C, რომელიც ხელს უწყობს რკინის უკეთ შეწოვას, ხოლო ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) და ვიტამინი B12 მონაწილეობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნასა და ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესში. სწორედ ამ კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის დროს ორგანიზმის კომპლექსურ მხარდაჭერას.
ფერიონი წარმოდგენილია მცირე ზომის ვეგანური კაფსულების სახით, რაც მის მიღებას კომფორტულს ხდის, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მცენარეულ კვებას ანიჭებენ უპირატესობას. რეკომენდებული დღიური დოზა მხოლოდ ერთი კაფსულაა, რომელიც შეიცავს რკინის ბისგლიცინატს, ვიტამინ C-ს, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ს — კომპონენტებს, რომლებიც ორგანიზმს რკინის ეფექტურ ათვისებასა და ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესის მხარდაჭერაში ეხმარებიან.
რკინის დეფიციტის დროული გამოვლენა, დაბალანსებული კვება და საჭიროების შემთხვევაში სწორად შერჩეული დანამატი ჯანმრთელობის, ენერგიისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.





