საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.26 მილიონი აშშ დოლარი (925 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.01%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 66.2 მილიონი დოლარი, რაც 12.68%-ით მეტია 2025 წლის ივნისთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (15.56%), საიდანაც გასულ თვეში 54.18 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 4.92%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (14.76%) 51.42 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 25.12%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $66.2 მილიონი.
- იტალია - $54.18 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $51.42 მილიონი.
- გერმანია - $30.36 მილიონი.
- ისრაელი - $29.40 მილიონი.
- საბერძნეთი - $27.52 მილიონი.
- თურქეთი - $12.42 მილიონი.
- ესპანეთი - $8.41 მილიონი.
- ყაზახეთი - $7.53 მილიონი.
- ყირგიზეთი - $7.23 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.31 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $5.73 მილიონი.
- ირლანდია - $5.08 მილიონი.
- აზერბაიჯანი - $3.32 მილიონი.
- პოლონეთი - $2.96 მილიონი
სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.8 მილიონი აშშ დოლარი (105.7 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია.




