დეოლიგარქიზაცია

დარჩიაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე. ეს დოკუმენტი არის ძალიან მასშტაბური, სიღრმისეული, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და ამ რეფორმის უკან დგას ძალიან კომპლექსური პროცესები. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ეს არის კონკურენციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და ძალიან ბევრი სიღრმისეული და კონპლექსური რეფორმა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან აქტიურ დინამიკას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების" სამოქმედო გეგმაში საუბარია 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე. 

კომენტარები