ბადიაურში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 3 მგზავრი

საგარეჯოში, სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, სამი მგზავრი კი - დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები