რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირპენში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

ირპენი

ქალაქ ირპენში 3-დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

დროებითი შეზღუდვები ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 12 აპრილის 6:00 საათიდან 15 აპრილის 9:00 საათამდე იმოქმედებს.

ამ დროებში აკრძალულია ქუჩაში ყოფნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულება, ქალაქის გადაკვეთა ტრანსპორტით ან ფეხით. (გამონაკლისი - სპეციალური საშვი და პირადობის მოწმობა).

3 დღის განმავლობაში აკრძალული იქნება ქალაში შესვლა. 

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები