რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირპენის მერი: ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

ალექსანდრ მარკუშინი

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, ახლა ქალაქს მათი ნარჩენებისგან ასუფთავებენ. 

"ჩვენი ირპენი განთავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს"- ამბობს მერი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები