რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩას მერი: ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გავათავისუფლეთ

უკრაინის, კერძოდ კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა ვიდეომიმართვის დროს გაავრცელა.

"31 მარტი ჩვენი ქალაქის ისტორიაში შევა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი დასახლებული პუნქტების რუსი ორკების, ოკუპანტებისგან გათავისუფლების დღე. დღეს ვაცხადებ, რომ არის მხიარული და უკრაინული ჯარის კიევის ოლქში გამარჯვების დღე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე გავიმარჯვოთ". - ამბობს ბუჩას მერი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები