უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის თქმით, 14 ივლისის ღამით, აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანეს იერიში.
ბროვდის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს 5 ტანკერს, 5 მშრალ ტვირთმზიდსა და 1 საბუქსირე გემს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინამ, 9 დღეში, ჯამში 116 გემზე მიიტანა იერიში.
ბოლო დღეებში, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში შექმნილი საწვავის კრიზისის ფონზე, უკრაინულ დრონებს რუსული ნავთობსაცავების გარდა იერიშები აქტიურად მიაქვთ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზეც.





