რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები გოსტომელის აეროპორტიდან გადიან

უკრაინელი სამხედროები კიევთან ახლოს, 5 მარტი, 2022
AP Photo/Emilio Morenatti

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა დატოვეს უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარე გოსტომელის აეროპორტი, რომელიც  24 თებერვალს დაიკავეს. 

"უკრაინელი სამხედრო ძალები აგრძელებენ წინსვლას კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსი სამხედროების გაყვანის მიმართულებით. აღმოსავლეთით უკრაინამ ხელახლა აიღო რამდენიმე სოფელი. აღმოსავლეთ ხარკოვში კი ძირითად მარშრუტზე კონტროლი დაიბრუნეს". - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

გოსტომელი უკრაინის პატარა და სტრატეგიულიულად მნიშვნელოვანი ქალაქია. ომამდე, აქ იყო ქვეყნის მთავარი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი და ძირითადი სამხედრო ავიაბაზა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები