რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია კიდევ 3 თვით, ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა.

რადამ მხარი დაუჭირა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი  საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას, 2 აგვისტოს ნაცვლად, 31 ოქტომბრამდე ითხოვდა. 

საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს მხარი რადას 313-მა დეპუტატმა დაუჭირა, მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტის მომხრე კი 311 დეპუტატი იყო. 

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოქმედებს.

კომენტარები