რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას  უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ პრიპიატის ტერიტორიასა და ბელარუსის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე".- აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავოსუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები