რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ პუტინსა და ლავროვს სანქციები დაუწესა

Sergei Chirikov/EPA/Shutterstock

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების - ვალერი გერამისოვისა და სერგეი შოიგუს წინააღმდეგ

"დღეს შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, განაგრძო გადამწყვეტი რეაგირება რუსეთის დაუსაბუთებელ, არაპროვოცირებულ და წინასწარ დაგეგმილ შეჭრაზე უკრაინაში და დაუწესა სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს". -წერია განცხადებაში.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები