ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყეს მას შემდეგ, რაც მათივე ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ გასულ ღამეს მათი ჯარისკაცების მიმართულებით 50-ზე მეტი ჭურვი ისროლა.
ცნობისთვის, გუშინ, 19 ივნისს, გამოცემა Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელი და ჰეზბოლა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.




