საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მილიონი აშშ დოლარი (911 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 7.1%-ით (22.4 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.8%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 63.91 მილიონი დოლარი, რაც 8.05%-ით მეტია 2025 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.44%), საიდანაც გასულ თვეში 55.86 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 5.75%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (14.31%) 48.62 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 11.36%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $63.91 მილიონი.
- იტალია - $55.86 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $48.62 მილიონი.
- გერმანია - $30.14 მილიონი.
- ისრაელი - $29.25 მილიონი.
- საბერძნეთი - $27.36 მილიონი.
- თურქეთი - $10.57 მილიონი.
- ესპანეთი - $8.76 მილიონი.
- ყაზახეთი - $6.94 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.25 მილიონი.
- ირლანდია - $5.41 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $5.14 მილიონი.
- ყირგიზეთი - $4.78 მილიონი.
- პოლონეთი - $2.91 მილიონი
- აზერბაიჯანი - $2.76 მილიონი.
სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მილიონი აშშ დოლარი (99.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.




