რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრუდო: პუტინს და ლავროვს სანქციებს კანადაც დაუწესებს

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა სანქციებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის მრჩეველთა ახლო წრეს დაუწესებს. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პუტინის შტაბის უფროსს. 

"ამ ხალხს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინაში სიკვდილსა და დესტრუქციაზე". - აღნიშნა კანადის პრემიერმინისტრმა. 

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკვე თქვეს, რომ პუტინისა და ლავროვის სანქცირებას აპირებენ.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები