რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას გეგმავს

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

CNN-ის ინფორმაციით, აშშ გეგმავს ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. 

"რუსეთის ეკონომიკისთვისა და პუტინის შიდა წრისთვის ხარჯების გასაზრელად რუსეთის ლიდერი უმაღლესი პროფილის სამიზმე გახდება. დამატებით სხვა რუსი თანამდებობის პირებიც განიხილებიან ". – წერს CNN

პერსონალური სანქციები რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ევროკავშირმაც დღეს, 25 თებერვალს დაუწესა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც შეუერთდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები