მე ქვეყანაში არ ვიყავი, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს, იმიტომ, რომ გაერთიანებულ სამეფოში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც გვქონდა შეხვედრები, იქიდანვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას, იმიტომ, რომ მივიჩნიე, რომ ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, რომ ნანუკას შეუძლია ძალიან დადებითი დინამიკის და იმპულსის შემოტანა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.
დიდი ხანია ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი და ამიტომ იმედი მაქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც იყო ბუნებრივად, მაგრამ მისი ენერგია, მისი საორგანიზაციო ნიჭი, ის, რომ ამდენ ადამიანს ეხმარება, უაღრესად დასაფასებელია მისი შრომა, რასაც ის აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში და შესაბამისად, პირიქით, ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და აღვიქვამ დღესაც მის გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოსტებს, ბუნებრივია, ერთგვარად გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს ადამიანმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი მონაწილეობით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, განხორციელებულიყო ის ცვლილებები, რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, როდესაც რეპრესიები გრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გადაჯგუფება, ახალი ადამიანების მოყვანა, ახალი ენერგიის მიცემა, ახალი ხედვების შემოტანა პარტიაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს.
რა შეიცვალა ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ რას დავაბრალო ეს მასკომუნიკაციას მის იზოლაციას, გაუგებრობას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული როლი, რაც შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ, რომ ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან, სახელებს და გვარებს ნამდვილად ვერ დავასახელებ.




