ტრამპის საგარეო პოლიტიკა

მელონიზე ტრამპის განცხადებების შემდეგ იტალიის საგარეო მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯა მელონი დიდი შვიდეულის სამიტზე

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე პრემიერმინისტრი ჯორჯა მელონი ფოტოს გადაღებას "ევედრებოდა".

შაბათ-კვირას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შემდეგ ტაიანიმ განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვები მელონისა და მთლიანი იტალიის მიმართ "სერიოზული და შეურაცხმყოფელი" იყო.

მოგვიანებით ტრამპის ნათქვამს თავად მელონიც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება "სრულად არის შეთხზული".

"მე და იტალია არასდროს არ ვიმათხოვრებთ." – დაამატა მელონიმ ვიდეო მიმართვაში, რომელშიც მან აშშ-ს პრეზიდენტი დასავლეთის მტრების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

იტალიურ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, თუმცა, ტრამპმა მელონისთან შეხვედრის შესახებ დაიწყო საუბარი.

La7-ს მიხედვით, ტრამპმა თქვა, რომ მელონი მას ფოტოს გადაღებას "ევედრებოდა." აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას ეს არ ევალებოდა, მაგრამ მელონი "შეეცოდა" და ფოტოს გადაღებაზე დათანხმდა. 

კომენტარები