რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი ზელენსკის პუტინისთვის ბოდიშის მოხდას ურჩევს

TASS

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბოდიში მოუხადოს.

"მინდა რჩევა მივცე მოქმედ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ის არ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი არ გამხდარა, რომ რაც შეიძლება მალე დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს, უმაღლეს სარდალს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს და ბოდიში მოუხადოს". – თქვა კადიროვმა.

რუსული სოციალური ქსელები კადიროვის რაზმების მასობრივი მობილიზაციის ვიდეოს ავრცელებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები