რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსიდან დევნილმა ოპოზიციამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამაფრთხილებელი ნიშნების სია გადასცა, რომლებიც მიუთითებენ, რომ მინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩასართავად ემზადება.

დოკუმენტში, რომელიც ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის მიერ არის მომზადებული და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას, 22 ივნისს გადაეცა, ხაზგასმულია ის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, საომარ რეჟიმზე გადადის.

შედგენილ პუნქტებში ყურადღება გამახვილებულია კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც აუქმებენ ბელარუსის, როგორც ნეიტრალური, არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს. ბელარუსელი ოპოზიციონერების მიხედვით, ასევე მნიშვნელოვანია ახალი კონტრაქტით რეკრუტირებული სამხედროების რაოდენობის გაორმაგება, სახელმწიფო ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების ხუთჯერ გაზრდა და საზოგადოების, მათ შორის, ბავშვების მილიტარიზაციაც.

ცნობისთვის, 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული რეტრანსლატორების გასათიშად 1 კვირა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზელენსკიმ ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინა თავადვე გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.

კომენტარები