რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც გამოცემა Kyiv Independent საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი საუბრის დროს უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს. 

გამოცემის მიხედვით, უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ თეთრი სახლისგან რუსეთზე ზეწოლის კამპანიის მხარდაჭერა მოიპოვეს. 

"ტრამპის თქმით, დიდად არ სწამს, რომ პუტინი ზეწოლის გარეშე რამეს გააკეთებს". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. 

Kiyv Independent-თან საუბრისას ამერიკელ წყაროებს უშუალოდ არ დაუდასტურებიათ, ემხრობა თუ არა ტრამპი უკრაინულ იერიშებს რუსეთში, თუმცა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ძალას საკვანძო ფაქტორად აღიქვამს.

"პრეზიდენტ [ტრამპს] ძალისმიერი მშვიდობის სწამს". - თქვა ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. 

ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, ზელენსკიმ ტრამპს რუსული იერიშის შედეგად დაზიანებული კიევ-პეჩერის ლავრის ამსახველი კადრები ანახა, რამაც ტრამპი "შეძრა". წყაროს მიხედვით, ტრამპი დაზიანებებით "იმედგაცრუებული" იყო. 

როგორც გამოცემა ასევე წერს, ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა, რომ პუტინს პირისპირ მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა აშშ-ში შესთავაზონ. წყაროების თქმით, ტრამპს "ეს აზრი მოეწონა". 

გარდა ამისა, უკრაინელი მაღალჩინოსნების აზრით, ბოლოდროინდელმა უკრაინულმა სამხედრო წინსვლამ ტრამპი დაარწმუნა, რომ კიევის პოზიცია საბრძოლო ველზე წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 

კომენტარები