რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის მრჩეველი: უკრაინას ნეიტრალიტეტზე საუბარიც შეუძლია

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

Reuters-ის ცნობით, ისინი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს ესაუბრნენ , რომელმაც თქვა, რომ კიევს სურს მშვიდობა და მზადაა რუსეთთან სასაუბროდ.

"თუ საუბარი შესაძლებელია, უნდა გაიმართოს. თუ მოსკოვში ამბობენ, რომ საუბრის გამართვა სურთ, ნეიტრალური სტატუსის ჩათვლით, ჩვენ ამის არ გვეშინია, ამაზე საუბარიც შეგვიძლია. ჩვენი მზაობა დიალოგისთვის არის მშვიდობისთვის ჩვენი დაჟინებული სწრაფვის ნაწილი", – თქვა პოდოლიაკმა Reuters-თან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები