რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა 800 რუსი სამხედრო მოკლეს, განადგურებულია 30 ტანკი, 7 თვითმფრინავი – თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელებმა, დაახლოებით, 800 რუსი სამხედრო მოკლეს. მისივე ცნობით, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი და 130 საბრძოლო მანქანა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები