მოსამართლეთა დანიშვნა

დეგნანი: ახლა კიდევ 4 მოსამართლეა არაგამჭვირვალე პროცესით უვადოდ დანიშნული

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იმედგაცრუებას იწვევს და გაუგებარია ამ საკითხის დაჩქარება სასამართლო რეფორმის გატარების გარეშე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქვეყანაში სხვა გამოწვევებიც არსებობს.

"როგორც ჩვენს განცხადებაში ნახეთ, ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. უნდა ვთქვა, რომ გაუგებარია რატომ არის ასეთი სიჩქარე საჭირო ამ დანიშვნებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად რომ არსებობს მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის გატარებაზე თანხმობა და განსაკუთრებით მაშინ როცა ამ ქვეყანაში ბევრი სხვა გამოწვევაა, რომლებსაც ყურადღება არ ექცევა. რატომ არის უნდა იდგეს ეს საკითხი, ეს დანიშვნები ამ ქვეყნის წინაშე არსებული ბევრი სხვა პრიორიტეტის წინ? დამაბნეველია და ძალიან, ძალიან დასანანია." - თქვა დეგნანამა.

აშშ-ს ელჩის თქმით, ახლა უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლე იქნება არაგამჭვირვალე პროცესის შედეგად დანიშნული.

"ახლა კიდევ ოთხი მოსამართლეა, რომელიც არაგამჭვირვალე, არაანგარიშვალდებული პროცესით დაინიშნა. ქართველს ხალხს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული ამ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განიხილეს, იყო მეტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შემოტანა, რათა ქართველ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა, რომ მათ სასამართლოებში მოსამართლეები არიან კვალიფიცრებული, ეთიკური და მიუკერძოებელი. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და იქნება ისეთი ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ." - თქვა დეგნანმა.

უზენასესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა ევროკავშირიც. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სრული მხარდაჭერის მზადყოფნის მიუხედავად, მათი დახმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს თბილისი საკვანძო რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმების, წარმატებით გატარებას.


პირველ დეკემბერს  პარლამენტმა უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე, უვადოდ დანიშნა. 

მხარდაჭერისათვის მოსამართლეებს 76 ხმა სჭირდებოდათ. კანდიდატების წინააღმდეგ მხოლოდ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა.  

გენადი მაკარიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას 81 მომხრე და 5 წინააღმდეგი დეპუტატი ჰყავდა, ნინო სანდოძის – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თამარ ოქროპირიძის – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თეა ზიმისტარაშვილის კი – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს 29 ნოემბერს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანმა თქვა, რომ პროცესის გაგრძელებით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან. მანამდე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც. საელჩომ "მტკიცედ მოუწოდა" პარლამენტს, პრიორიტეტი მიენიჭებინა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაესრულებინა რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაინიშნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

აშშ-ს ელჩმა იმედგაცრუება გამოხატა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. მისი თქმით, დამაბნეველია, რატომ გრძელდება ეს პროცესი, როდესაც ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა.

კომენტარები