ავღანეთი

თალიბანი ავღანეთში ქალებს სერიალებში მონაწილეობას უკრძალავს

ავღანეთში თალიბანის ახალი წესებით ქალებს სერიალებში მონაწილეობა ეკრძალებათ. გარდა ამისა სატელევიზიო არხებისთვის მიღებული ახალი წესების მიხედვით, აიკრძალა ისეთი ფილმების ჩვენები, რომლებიც შარიათის კანონს და ავღანურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ასევე აიკრძალა კომედიური და გასართობი გადაცემები, რომლებიც რელიგიას შეურაცხყოფს. თალიბანის მოთხოვნით, უცხოური ფილმები, რომლებიც უცხოურ კულტურულ ფასეულობებს აჩვენებს, ეთერში არ უნდა გავიდეს.

გარდა ამისა ქალ ჟურნალისტებს და ტელეწამყვანებს თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ, თუმცა ახალი წესებით არ ზუსტდება, რა სახის თავსაბურავის ტარებაა აუცილებელი.

სატელევიზიო არხებისთვის მიღებული ახალი წესების მიხედვით, აიკრძალა ისეთი ფილმების ჩვენები, რომლებიც შარიათის კანონს და ავღანურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ასევე აიკრძალა კომედიური და გასართობი გადაცემები, რომლებიც რელიგიას შეურაცხყოფს. თალიბანის მოთხოვნით, უცხოური ფილმები, რომლებიც უცხოურ კულტურულ ფასეულობებს აჩვენებს, ეთერში არ უნდა გავიდეს.

ჟურნალისტების წარმომადგენელი ორგანიზაციის წევრის, ჰუჯატულა მუჯადედის თქმით, ახალი შეზღუდვები მოულოდნელი იყო. BBC-ისთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი წესი არაპრაქტიკულია და მათი დაცვის შემთხვევაში მაუწყებლობებს შესაძლოა დახურვა მოუხდეთ.

ავღანეთში თალიბანის მმართველობის დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისა და კაცი მასწავლებლისთვის განახლდა. თალიბანი ქალებს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას აძლევს, თუმცა აკრძალულია ლექციებზე კაცებთან ერთად დაესწრება. სავარაუდოა, რომ ეს ქალებს უმაღლესი განათლების მიღებაში ხელს შეუშლის, რადგან უნივერსიტეტებს უმეტესობას არ აქვს რესურსი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე დანიშნოს მეცადინეობები. თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო სათნოებისა და ცოდვის სამინისტროთი ჩაანაცვლა. ეს უწყება წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას უძღვებოდა. ავღანელ ქალებს შეეზღუდათ მუშაობის საშუალება სახელმწიფო უწყებებშიც. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანელ ქალებს სპორტულ აქტივობებში მონაწილეობაც აეკრძალათ. თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, ქვეყანა ასამდე ქალმა სპორტსმენმა დატოვა

თალიბანი აცხადებს, რომ ქალებისთვის სწავლასა და მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები დროებითია და საჭიროა, მანამდე სანამ სამუშაო და სასწავლო გარემო ქალებისთვის უსაფრთხო არ გახდება.


2021 წლის აგვისტოში აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები