საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

ისეთივე პოზიცია გვექნება, როგორიც უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მეორეხარისხოვან წევრად არ აპირებს უკრაინა სადმე იყოს, არ ვიცი, ეს მათი საბოლოო პოზიცია იქნება თუ არა, მაგრამ საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას.

კიდევ ერთხელ, საბჭოთა კავშირში არ იყო საქართველო ამ პირობით, რომ მას ჰქონოდა რომელიმე სხვა რესპუბლიკაზე ნაკლები უფლება. ყველას ჰქონდა თანაბარი უფლებები, თუკი შეიძლება აქ უფლებებზე ვილაპარაკოთ, ზოგადად საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ჰქონდა, იქ ვიღაცაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ ჰქონია საქართველოს.

დღეს კი, სერიოზული ხალხი ერთი შეხედვით რომ შეხედოთ, საუბრობენ იმაზე, რომ მიიღონ ქვეყანა თავის წევრად - ჯერ ყველა ფილტრი და ათასი წრე გაგატარონ, ყველა წევრმა, 27-მა სახელმწიფომ თანხმობა თქვას, რომ შენ იმსახურებ ყველანაირად, იყო ამ კავშირის წევრი და ამ დამსახურებული წევრობის შემდეგ, გითხრან - "შენ ხარ ახლა მეორეხარისხოვანი წევრი. ჩვენ ვართ უფროსები აქ, დიდი ძმები, შენ ხარ პატარა ძმა და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, ისე უნდა იყოს".

თან რა საკითხებზე - გეუბნებიან, რომ შენი ხმა არ იქნება გათვალისწინებული საგარეო პოლიტიკაში. ანუ, ჩვენ გარეშე, ახალი წევრების გარეშე უნდა გადაწყვიტონ საგარეო პოლიტიკური საკითხები, ვისთან ომს დაიწყებენ, ვისთან სანქციას დააწესებენ, ვისთან რას იზამენ თავისი სურვილით, ისე რომ ჩვენი ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული.

ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში. 

 

კომენტარები