მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქტივისტები ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო ორგანიზების გაერთიანება – "მიშას თავისუფლებისთვის" ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობასა და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა.

სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელთან საპროტესტო სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-16 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები