არჩევნები 2021

"მოვემზადოთ 30 ოქტომბრისთვის" – თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. იქამდე, სიტყვით ენმ-ის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია გამოვიდა.

"ახლა ძალიან მშვიდად, როგორც შევიკრიბეთ, უნდა დავიშალოთ, დავუბრუნდეთ ჩვენს-ჩვენს სახლებს, ჩვენს-ჩვენ ოჯახებს და მოვემზადოთ 30 ოქტომბრისთვის. და 30 ოქტომბრის შემდეგ რას და როგორ გავაკეთებთ, ბუნებრივია, ეს კომუნიკაცია გვექნება" - მიმართა მელიამ აქციის მონაწილეებს.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 18:00-ზე დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

კომენტარები