არჩევნები 2021

ოცნების PVT: კალაძე – 45.08%, მელია – 33.98%, დათვლილია უბნების 45.38%

ქართული ოცნების ხმების პარალელური დათვლის პირველადი შედეგების მიხედვით, მათ კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.08% აქვს, ხოლო ნიკა მელიას - 33.98%. პარტიამ უბნების 45.38% დაითვალა.

რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, ქართულ ოცნებას უბნების 58.67% აქვს დათვლილი, საიდანაც, მათი ცნობით, 46.69% აქვთ მიღებული, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 31.07%, გახარია-საქართველოსთვის კი - 7.67%.  

ასევე, ქართული ოცნების PVT-ის მიხედვით:  

  • ლელო - 2.62%
  • ევროპული საქართველო - 1.83%  
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.47%  
  • ლეიბორისტული პარტია - 1.39% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.22% 

საარჩევნო უბნების 20:00 საათზე დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო. სამთავრობო მედიის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გამარჯვება იზეიმა, კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და Facebook-ზე ფოტოც დადო წარწერით - "თბილისმა გაიმარჯვა, კახა კალაძე - თბილისის მერი". მოგვიანებით, მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს, რომ ეგზიტპოლის "ცდომილებიდან გამომდინარე", შესაძლებელია, თბილისში მეორე ტური გახდეს საჭირო.

Edison Research-ს (ფორმულას) 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%.  IPSOS-ის (მთავარი არხის) 20:00-საათიანი მიხედვით, კალაძეს 40.5% აქვს, მელიას – 39.9%. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.   

Edison Research-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები პროპორციულ ნაწილში იგივე დარჩა, რაც 18:00-ზე იყო. 20:00 საათის მონაცემებით, პარტიების შედეგები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა ქართული ოცნება - 46%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 33%, საქართველოსთვის  - 6%, ევროპული საქართველო - 2%, ლელო  - 2%, გირჩი - მეტი თავისუფლება  - 2%

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (20:00) ეგზიტპოლის მიხედვითოცნებამ ხმების 38.5% მიიღო, ენმ-მ - 31.9%, საქართველოსთვის - 7.7%, გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.8%, ლელო - 3.7%

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების(18:00) მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები