არჩევნები 2021

TV იმედის ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგები: კალაძე - 51.3%, მელია - 34.6%, გახარია - 5.6%

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, კახა კალაძემ ხმების 51.6% მიიღო, ნიკა მელიამ 34.6%, გიორგი გახარიამ - 5.6%, ანა დოლიძემ - 3.1%, ლელოს კანდიდატმა - 2%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა - 1%. ეს 18:00-ის მონაცემებია.

TV იმედის ეგზიპოლის თანახმადვე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. 

TV იმედის ცნობით, გორბმა ეგზიტპოლი 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი - თბილისშია. გამოკითხეს 11 000 ამომრჩეველი. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კომენტარები