არჩევნები 2021

მთავარი არხის ეგზიტპოლის 17:00-ის შედეგები: მელია - 40.8%, კალაძე - 40.2%, გახარია - 8.7%

კვლევითი ცენტრის IPSOS-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი ნიკა მელია 40.8%-ს იღებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე - 40.2%-ს, საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია - 8.7%-ს. ხალხისთვის კანდიდატი ანა დოლიძე - 3,5%-ს, ლელოს კანდიდატი ანა ბიბილაშვილი კი - 2,6%-ს.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს,  IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  38.5% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 33%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 7.6%.

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ეგზიტპოლი ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა +/- 3% ცდომილებით.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები